
იგავესნი 6:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება.
იგავესნი 6:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 6:22 კონტექსტში
6:20დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
6:21სამუდამოდ გქონდეს გულზე მიბმული, ყელზე შემოხვეული,
6:22მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება.
6:23რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,
6:24რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
პარალელური ადგილები: იგავესნი 6:22
- იგავესნი 2:11გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,
- ფსალმუნები 119:11გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
- იგავესნი 3:23მაშინ უდარდელად ივლი შენს გზაზე და არ წაიფორხილებ;
- იგავესნი 3:24დაწვები, არაფრის შეგეშინდება; დაიძინებ, ტკბილი ძილი გექნება.
- ფსალმუნები 119:148ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
- ფსალმუნები 119:9რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.
- ფსალმუნები 43:3გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან.
- ფსალმუნები 119:54სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 6
სრულად წაიკითხე: იგავესნი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში