
იგავესნი 7:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეაცდინა თავისი ლაქლაქით, ლაქარდიანი ენით შეიტყუა.
იგავესნი 7:21 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 7:21 კონტექსტში
7:19რადგან შინ არ არის ქმარი, შორ გზაზეა წასული;
7:20ვერცხლის ქისა წაიღო თან, სრულმთვარობისას დაბრუნდებაო შინ.
7:21შეაცდინა თავისი ლაქლაქით, ლაქარდიანი ენით შეიტყუა.
7:22იმწამსვე უკან გაჰყვა, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შებორკილი გიჟი დასასჯელად.
7:23ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 7:21
- იგავესნი 5:3რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.
- იგავესნი 7:5რომ თავი დაიფარო უცხო ქალისგან, სხვისი ცოლისგან, მისი ლაქარდიანი ენისგან.
- ლუკას სახარება 24:29ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო.
- ფსალმუნები 12:2მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
- მსაჯულნი 16:15უთხრა დალილამ: როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა.
- მსაჯულნი 16:17გამოუტყდა და უთხრა: სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდან ღვთის მოწმიდარი ვარ. თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:14ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათვის, ყველანი მოკვდნენ.
- იგავესნი 6:24რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 7
სრულად წაიკითხე: იგავესნი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში