
ფსალმუნი 10:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.
ფსალმუნი 10:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 10:8 კონტექსტში
10:6მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა.
10:7ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
10:8დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.
10:9მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.
10:10თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 10:8
- აბაკუმი 3:14თავი გაუგმირე მათივე კვერთხებით მის ბელადებს, როცა მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად და ყიჟინებდნენ, ბედშავის იდუმალ ჩასაყლაპად.
- მეფეთა ა 22:18და მახვილით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი, ვაცი და ქალი, ჭაბუკი და ძუძუთა ბავშვი, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები. მახვილით მოსრა.
- იერემია 22:17შენი თვალი და გული კი სარგებელს ეძებს, უბრალოთა სისხლის ღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას.
- მეფეთა ა 23:23ადგნენ და წავიდნენ საულისგან ზიფში. ხოლო დავითი და მისი ხალხი ამ დროს მაყონის უდაბნოში იყვნენ, ვაკეზე, იეშიმონის მარცხნივ.
- იგავესნი 1:11თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,
- იგავესნი 1:12შავეთივით ჩავყლაპოთ ცოცხლები და ალალმართალნი სასიკვდილოდ განწირულთა მსგავსადო,
- ფსალმუნები 94:6ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ღუპავენ.
- იგავესნი 6:12უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 10
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში