
ფსალმუნი 104:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
ფსალმუნი 104:26 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 104:26 კონტექსტში
104:24რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
104:25ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
104:26იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
104:27ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
104:28მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 104:26
- ფსალმუნები 107:23ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა -
- ესაია 27:1იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს.
- ფსალმუნები 74:14შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.
- შესაქმე 49:13ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი.
- ეზექიელი 27:9გებალის უხუცესები და მისი ბრძენი ხალხი იყვნენ შენში გარღვეულის შესაკეთებლად; ყოველნაირი ხომალდი მეზღვაურებითურთ იყო შენში საქონლის გაცვლა-გამოცვლისთვის.
- იობი 3:8შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა!
- იობი 41:1თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას?
- იობი 41:34ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 104
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 104 · გახსენი ბიბლიის მკითხველში