
ფსალმუნი 104:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
ფსალმუნი 104:33 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 104:33 კონტექსტში
104:31იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
104:32დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
104:33ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
104:34ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
104:35გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 104:33
- ფსალმუნები 63:4ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
- ფსალმუნები 146:2ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
- ფსალმუნები 145:1ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 145:2ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 104
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 104 · გახსენი ბიბლიის მკითხველში