
ფსალმუნი 108:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ?
ფსალმუნი 108:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 108:10 კონტექსტში
108:8ჩემია გალაადი, ჩემია მენაშე და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - კანონმდებელი ჩემი.
108:9მოაბი ავზია, ჩემი განსაბანელი, ედომზე ფეხსაცმელს გავიშვერ, ფილისტიმელს დავკივლებ.
108:10ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ?
108:11ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან?
108:12მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 108:10
- ფსალმუნები 60:1გუნდის ლოტბარს, შუშან-ყედუთის როდესაც ეომებოდა შუამდინარეთის არამს და ცობის არამს; და დაბრუნდა იოაბი და გაანადგურა თორმეტი ათასი ედომელი მარილოვან ველზე. ღმერთო, მიგვატოვე, გაგვაპარტახე, გაგვირისხდი, კვლავ აღგვადგინე.
- ესაია 63:1ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან - მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!
- ესაია 63:6დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი.
- აბდია 1:3შენმა ზვაობრობამ შეგაცდინა, კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: ვინ ჩამომაგდებსო ძირს?
- აბდია 1:4არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.
- იერემია 49:7ედომზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ნუთუ აღარ არის სიბრძნე თემანში? ნუთუ გაცუდდა გონიერთა თათბირი და დაიკარგა მათი სიბრძნე!
- იერემია 49:16შენმა კერპმა შეგაცდინა, შენმა გულზვიადობამ; კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღლა მათაზეა შენი სადგომი. არწივივით მაღლაც რომ მოიიწყო ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.
- ფსალმუნები 20:6ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 108
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 108 · გახსენი ბიბლიის მკითხველში