
ფსალმუნი 20:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
ფსალმუნი 20:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 20:6 კონტექსტში
20:4მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
20:5ვიმხიარულებთ შენი შველით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
20:6ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
20:7ზოგნი ეტლებით და ზოგნი ცხენებით, ჩვენი კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ;
20:8ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 20:6
- ფსალმუნები 28:8უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია.
- მოციქულთა საქმენი 5:31თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს.
- ფსალმუნები 89:20ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას.
- ფსალმუნები 89:23მოვსრავ მის წინაშე მის მტრებს და მის მოძულეებს დავამხობ.
- მათეს სახარება 6:9ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
- ფსალმუნები 18:50ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 2:2ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.
- ესაია 63:15გადმოიხედე ციდან და იხილე შენი წმიდა და დიდებული სამყოფელიდან: სად არის შენი შური და ძლიერება? შენი გულისწუხილი და სიბრალული შემწყდარია ჩემ მიმართ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 20
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში