
ფსალმუნი 112:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.
ფსალმუნი 112:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 112:3 კონტექსტში
112:1ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
112:2ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება.
112:3სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.
112:4ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი.
112:5კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად ილაპარაკებს სამართალში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 112:3
- იგავესნი 15:6მართლის სახლში დიდძალი განძია, ბოროტეულის მონახვეჭში კი - მწუხარება.
- იგავესნი 3:16მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა;
- მათეს სახარება 6:33მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.
- ესაია 33:6ის იქნება შენი დროების სიმტკიცე, სახსართა სიუხვე, სიბრძნე და ცოდნა; უფლის შიშია მისი საუნჯე.
- ფსალმუნები 112:9გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.
- ფილიპელთა მიმართ 4:18ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის.
- ფილიპელთა მიმართ 4:19ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში.
- ფსალმუნები 111:10სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 112
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 112 · გახსენი ბიბლიის მკითხველში