
ფსალმუნი 119:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
ფსალმუნი 119:35 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:35 კონტექსტში
119:33მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.
119:34გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
119:35დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
119:36განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.
119:37ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:35
- ეზექიელი 36:26მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.
- ეზექიელი 36:27ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ.
- ფსალმუნები 23:3სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის.
- ფსალმუნები 25:4შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.
- ფილიპელთა მიმართ 2:13რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით.
- იგავესნი 4:11სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.
- ებრაელთა მიმართ 13:21დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:3ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში