
ფსალმუნი 115:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.
ფსალმუნი 115:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 115:11 კონტექსტში
115:9ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
115:10აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
115:11მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.
115:12უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 115:11
- იგავესნი 14:26უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ.
- იგავესნი 30:5უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის.
- მოციქულთა საქმენი 10:35არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.
- ფსალმუნები 22:23უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას.
- ფსალმუნები 103:11რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.
- ფსალმუნები 147:11ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
- ფსალმუნები 33:18აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;
- გამოცხადება 19:5და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 115
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 115 · გახსენი ბიბლიის მკითხველში