
ფსალმუნი 115:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
ფსალმუნი 115:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 115:10 კონტექსტში
115:8მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
115:9ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
115:10აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
115:11მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.
115:12უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 115:10
- ფსალმუნები 118:3იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
- რიცხვთა 16:5ასე ელაპარაკა კორახს და მთელ მის დასს: ხვალ გამოაცხადებს უფალი, ვინ არის მისი და ვინ არის წმიდა, რათა დაიახლოვოს იგი; ვისაც აირჩევს, იმას დაიახლოვებს.
- გამოსვლა 28:1მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, თავის შვილებიანად ისრაელიანთაგან, რომ მღვდლობა გამიწიოს: აარონი და მისი შვილები: ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
- რიცხვთა 18:7შენ და შენმა შვილებმა კი აღასრულეთ მღვდლობის წესი სამსხვერპლოსთან და ფარდის უკან, და იმსახურეთ. მღვდლობის სამსახური მომინიჭებია თქვენთვის. თუ უცხო ვინმე შეუდგება სამსახურს, უნდა მოკვდეს.
- რიცხვთა 16:40რათა ახსოვდეთ ისრაელიანებს, რომ უცხო კაცმა, ვინც აარონის შთამომავალი არ არის, არ დაიწყოს უფლის წინაშე საკმევლის კმევა და არ ეწიოს კორახისა და მისი დასის ბედი, როგორც ეუბნებოდა მას უფალი მოსეს პირით.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 115
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 115 · გახსენი ბიბლიის მკითხველში