
ფსალმუნი 84:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.
ფსალმუნი 84:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 84:10 კონტექსტში
84:8უფალო, ღმერთო ძალთა, მოისმინე ჩემი ლოცვა, მური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა. სელა.
84:9ჩვენო ფარო, დაინახე, ღმერთო, და შეხედე სახეში შენს ცხებულს.
84:10რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.
84:11რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 84:10
- ფსალმუნები 27:4ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.
- ფსალმუნები 26:8უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა.
- ფსალმუნები 26:10რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით.
- ფსალმუნები 63:2ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
- ფილიპელთა მიმართ 3:20ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს,
- ფსალმუნები 84:1გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთაფსალმუნი. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!
- ფსალმუნები 84:2ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.
- რომაელთა მიმართ 8:5რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი - სულისას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 84
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 84 · გახსენი ბიბლიის მკითხველში