
ფსალმუნი 119:150 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ.
ფსალმუნი 119:150 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:150 კონტექსტში
119:148ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
119:149ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.
119:150მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ.
119:151ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
119:152ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:150
- ფსალმუნები 27:2თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად - მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან.
- იგავესნი 28:9ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა.
- მეფეთა ბ 17:16ახლა საჩქაროდ გააგზავნე კაცი და შეუთვალე დავითს: უდაბნოს ვაკეზე ნუ გაათევ-თქო ამ ღამეს, არამედ გაეცალე მანდაურობას, თორემ დაიღუპება მეფეც და მთელი მისი ხალხი.
- მეფეთა ა 23:16უთხრა: ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები. მამაჩემმა საულმაც კი იცის ეს.
- ფსალმუნები 22:16რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
- ფსალმუნები 22:11ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
- ფსალმუნები 22:13პირი დააღეს ჩემ წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა.
- ფსალმუნები 50:17შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში