
ფსალმუნი 119:153 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე.
ფსალმუნი 119:153 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:153 კონტექსტში
119:151ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
119:152ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
119:153იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე.
119:154გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე.
119:155შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:153
- ფსალმუნები 119:176დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე.
- გლოვა იერემიასი 5:1გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; მოგვხედე და დაინახე ჩვენი შეგინება.
- ფსალმუნები 9:13შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.
- ფსალმუნები 119:16შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
- იგავესნი 3:1შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა,
- ფსალმუნები 119:159ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
- ფსალმუნები 119:141მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ.
- ფსალმუნები 25:19შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში