
ფსალმუნი 119:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
ფსალმუნი 119:34 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:34 კონტექსტში
119:32შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს.
119:33მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.
119:34გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
119:35დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
119:36განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:34
- მათეს სახარება 7:24ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი.
- იაკობის ეპისტოლე 1:5ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.
- იგავესნი 2:5მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას.
- იგავესნი 2:6რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
- ფსალმუნები 119:73შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
- იაკობის ეპისტოლე 1:25მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.
- ფსალმუნები 119:69ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
- ფსალმუნები 119:58გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში