
ფსალმუნი 119:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
ფსალმუნი 119:38 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:38 კონტექსტში
119:36განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.
119:37ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
119:38დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
119:39ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია.
119:40აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:38
- ფსალმუნები 147:11ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
- იერემია 32:39ჩავუდგამ მათ ერთ გულს და მივცემ ერთ გზას, რომ მუდამ ეშინოდეთ ჩემი თავიანთ სასიკეთოდ და თავიანთი შვილების სასიკეთოდ მათ შემდგომ.
- იერემია 32:41გავიხარებ მათით, რომ შემეძლება სიკეთე ვუყო; მტკიცედ დავნერგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით.
- ფსალმუნები 103:17ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე,
- კორინთელთა მიმართ ბ 1:20ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენ მიერ.
- ფსალმუნები 103:11რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.
- მეფეთა ბ 7:25ახლა სამარადისოდ განამტკიცე, უფალო, ღმერთო, ეგ სიტყვა, შენს მორჩილზე და მის სახლზე რომ გიბრძანებია, აღასრულე, როგორც ნაბრძანები გაქვს.
- მეფეთა ბ 7:29ახლა მოდი, აკურთხე შენი მორჩილის სახლი, რომ სამარადისოდ შენ წინაშე იყოს, რადგან ეს შენ წარმოთქვი, უფალო ჩემო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მორჩილის სახლი სამარადისოდ!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში