
ფსალმუნი 119:40 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.
ფსალმუნი 119:40 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:40 კონტექსტში
119:38დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
119:39ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია.
119:40აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.
119:41მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ.
119:42და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:40
- იოანე 10:10ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.
- ფსალმუნები 119:20მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
- ფილიპელთა მიმართ 3:13არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი;
- ფილიპელთა მიმართ 3:14დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში.
- ფსალმუნები 119:159ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
- კორინთელთა მიმართ ბ 7:1ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.
- ფსალმუნები 119:25მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
- ფსალმუნები 119:37ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში