
ფსალმუნი 119:62 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო.
ფსალმუნი 119:62 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:62 კონტექსტში
119:60ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.
119:61ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე.
119:62შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო.
119:63თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.
119:64შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:62
- მოციქულთა საქმენი 16:25შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
- მარკოზის სახარება 1:35ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა.
- ფსალმუნები 42:8დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან. ჩემი სიცოცხლის ღმერთისადმი ლოცვას აღვავლენ.
- ფსალმუნები 119:164დღეში შვიდგზის გაქებ შენრ სიმართლის სამართალთათვის.
- ფსალმუნები 119:7განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.
- რომაელთა მიმართ 7:12ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.
- ფსალმუნები 119:147ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
- ფსალმუნები 119:137მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში