
ფსალმუნი 119:64 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.
ფსალმუნი 119:64 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:64 კონტექსტში
119:62შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო.
119:63თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.
119:64შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.
119:65კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.
119:66კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:64
- ფსალმუნები 33:5უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.
- ფსალმუნები 119:12კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
- მათეს სახარება 11:29დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
- ფსალმუნები 145:9კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.
- ფსალმუნები 119:26გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
- ესაია 2:3დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.
- ესაია 48:17ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი.
- ესაია 48:18ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში