
ფსალმუნი 33:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.
ფსალმუნი 33:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 33:5 კონტექსტში
33:3უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.
33:4რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.
33:5უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.
33:6უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.
33:7შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 33:5
- ფსალმუნები 11:7რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.
- ფსალმუნები 119:64შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.
- ფსალმუნები 45:7შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.
- ფსალმუნები 104:24რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
- მათეს სახარება 5:45რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
- მოციქულთა საქმენი 14:17თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.
- ფსალმუნები 145:15ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.
- ფსალმუნები 145:16აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 33
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში