
ფსალმუნი 119:70 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.
ფსალმუნი 119:70 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:70 კონტექსტში
119:68კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.
119:69ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
119:70დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.
119:71კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.
119:72უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:70
- ფსალმუნები 17:10ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
- მოციქულთა საქმენი 28:27რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
- ფსალმუნები 73:7სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.
- ფსალმუნები 119:16შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
- ესაია 6:10უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს.
- ფსალმუნები 40:8შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.
- რომაელთა მიმართ 7:22ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები.
- ფსალმუნები 119:35დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში