
ფსალმუნი 119:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ,
ფსალმუნი 119:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:8 კონტექსტში
119:6მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
119:7განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.
119:8შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ,
119:9რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.
119:10მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:8
- ფსალმუნები 71:9ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ.
- ფილიპელთა მიმართ 4:13ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.
- ფსალმუნები 51:11ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
- ფსალმუნები 38:21ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები.
- ფსალმუნები 38:22გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო!
- ფსალმუნები 71:18ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს.
- ფსალმუნები 119:176დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე.
- ფსალმუნები 119:106დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში