
ფსალმუნი 38:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო!
ფსალმუნი 38:22 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 38:22 კონტექსტში
38:20კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ.
38:21ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები.
38:22გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 38:22
- ფსალმუნები 27:1დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?
- ფსალმუნები 40:13ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე.
- ესაია 12:2აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
- ფსალმუნები 70:5ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ, ღმერთო, იჩქარე ჩემკენ; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ. უფალო, ნუ დააყოვნებ.
- ფსალმუნები 40:17ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.
- ფსალმუნები 71:12ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევნად გამოეშურე.
- ფსალმუნები 62:6მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - არ დავეცემი.
- ფსალმუნები 70:1გუნდის ლოტბარს, დავითის გასახსენებელი. ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 38
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში