
ფსალმუნი 51:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
ფსალმუნი 51:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 51:11 კონტექსტში
51:9სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
51:10სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
51:11ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
51:12დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
51:13ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 51:11
- ეფესელთა მიმართ 4:30ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.
- ესაია 63:10მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა.
- ესაია 63:11მაშინ გაიხსენა მოსეს ძველი დღეები მისმა ხალხმა: სად არის მათი ამომყვანი ზღვიდან თავისი ფარის მწყემსთან ერთად? სად არის თავისი წმიდა სულის ჩამდგმელი მათ წიაღში,
- რომაელთა მიმართ 8:9ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.
- შესაქმე 6:3თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.
- იოანე 14:26ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.
- ფსალმუნები 71:18ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს.
- მეფეთა ა 16:14განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 51
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში