
ფსალმუნი 123:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გალობა აღსავალთა. შენკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.
ფსალმუნი 123:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 123:1 კონტექსტში
123:1გალობა აღსავალთა. შენკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.
123:2აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს.
123:3შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 123:1
- ფსალმუნები 121:1გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
- ფსალმუნები 141:8რადგან შენკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ - ნუ დააქცევ ჩემს სულს.
- ფსალმუნები 25:15ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი მახისაგან იხსნის ჩემს ფეხებს.
- ფსალმუნები 2:4მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.
- ლუკას სახარება 18:13ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.
- ფსალმუნები 11:4უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
- მათეს სახარება 6:9ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
- ფსალმუნები 132:1გალობა აღსავალთა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 123
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 123 · გახსენი ბიბლიის მკითხველში