
ფსალმუნი 121:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
ფსალმუნი 121:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 121:3 კონტექსტში
121:1გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
121:2ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა.
121:3არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
121:4აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.
121:5უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 121:3
- იგავესნი 3:26რადგან უფალი გიდგას მხარში და მახეს არიდებს შენს ფეხს.
- მეფეთა ა 2:9თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
- იგავესნი 3:23მაშინ უდარდელად ივლი შენს გზაზე და არ წაიფორხილებ;
- ესაია 27:3მე, უფალი, მცველი ვარ მისი, ყოველწამს ვარწყულებ და ვიცავ დღითა და ღამით, რათა არავინ დააზიანოს.
- ფსალმუნები 91:12ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.
- ფსალმუნები 127:1გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
- ფსალმუნები 66:9შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:5რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 121
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 121 · გახსენი ბიბლიის მკითხველში