
ფსალმუნი 123:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს.
ფსალმუნი 123:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 123:2 კონტექსტში
123:1გალობა აღსავალთა. შენკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.
123:2აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს.
123:3შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით.
123:4საკმაოდ გაძღა ჩვენი სული უზრუნველთა დაცინვით და ამპარტავანთა სიძულვილით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 123:2
- ფსალმუნები 130:5მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.
- ფსალმუნები 130:6სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,
- ფსალმუნები 25:15ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი მახისაგან იხსნის ჩემს ფეხებს.
- ფსალმუნები 40:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.
- ფსალმუნები 40:3და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს.
- გლოვა იერემიასი 3:25კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის;
- გლოვა იერემიასი 3:26კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან;
- შესაქმე 49:18შენგან მოველი ხსნას, უფალო!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 123
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 123 · გახსენი ბიბლიის მკითხველში