გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ფსალმუნი 93:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ფსალმუნი 93:3

აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს.

ფსალმუნი 93:3 · საქართველოს საპატრიარქო

ფსალმუნი 93:3 კონტექსტში

93:1უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა სამყარო, რომ არ შეირყეს.

93:2გამზადებულია შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიული ხარ შენ.

93:3აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს.

93:4წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ხმებზე ძლიერია მაღლა უფალი.

93:5მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად. შენს სახლს შეშვენის სიწმიდე, უფალო, სამარადჟამოდ.

პარალელური ადგილები: ფსალმუნი 93:3

განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 93

სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 93 · გახსენი ბიბლიის მკითხველში