
ფსალმუნი 93:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ხმებზე ძლიერია მაღლა უფალი.
ფსალმუნი 93:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 93:4 კონტექსტში
93:2გამზადებულია შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიული ხარ შენ.
93:3აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს.
93:4წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ხმებზე ძლიერია მაღლა უფალი.
93:5მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად. შენს სახლს შეშვენის სიწმიდე, უფალო, სამარადჟამოდ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 93:4
- ფსალმუნები 65:7აწყნარებ ზღვათა ხმაურს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას.
- ფსალმუნები 89:9შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ.
- ფსალმუნები 114:3ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.
- ფსალმუნები 114:5რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი?
- იობი 38:11და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება- მეთქი?
- მარკოზის სახარება 4:37ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს, ისე რომ, ლამის წყლით აივსო იგი.
- მარკოზის სახარება 4:39მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
- იერემია 5:22არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 93
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 93 · გახსენი ბიბლიის მკითხველში