გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ფსალმუნი 131:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ფსალმუნი 131:1

გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ.

ფსალმუნი 131:1 · საქართველოს საპატრიარქო

ფსალმუნი 131:1 კონტექსტში

131:1გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ.

131:2არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას, ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი, ისეა ჩემში ჩემი სული.

131:3ესავდეს ისრაელი უფალს ამიერიდან უკუნისამდე.

პარალელური ადგილები: ფსალმუნი 131:1

განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 131

სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 131 · გახსენი ბიბლიის მკითხველში