
ფსალმუნი 131:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ესავდეს ისრაელი უფალს ამიერიდან უკუნისამდე.
ფსალმუნი 131:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 131:3 კონტექსტში
131:1გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ.
131:2არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას, ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი, ისეა ჩემში ჩემი სული.
131:3ესავდეს ისრაელი უფალს ამიერიდან უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 131:3
- ფსალმუნები 130:7ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.
- ესაია 26:4მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.
- ფსალმუნები 146:5ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე.
- იერემია 17:7კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.
- იერემია 17:8იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი.
- ფსალმუნები 115:9ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
- ფსალმუნები 115:11მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.
- ფსალმუნები 115:18არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 131
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 131 · გახსენი ბიბლიის მკითხველში