
ფსალმუნი 135:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა.
ფსალმუნი 135:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 135:2 კონტექსტში
135:1ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!
135:2რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა.
135:3ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.
135:4რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 135:2
- ფსალმუნები 116:19უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი!
- ფსალმუნები 92:13უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
- ლუკას სახარება 2:37ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს.
- ფსალმუნები 96:8შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.
- ნეშტთა შორისა ა 16:37დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე დატოვა ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიათ მუდამ, ყოველდღიურად,
- ნეშტთა შორისა ა 16:42მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთუნის ძენი კი კარიბჭესთან.
- ნეემია 9:5ლევიანებმა - იესომ, ადმიელმა, ბანიმ, ხაშბანიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ უთხრეს: ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე. დაე, აკურთხონ შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებაზე აღმატებულია.
- ნეშტთა შორისა ა 23:30დილა-საღამოობით უფლის ქება-დიდებაზე,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 135
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 135 · გახსენი ბიბლიის მკითხველში