
ფსალმუნი 147:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.
ფსალმუნი 147:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 147:1 კონტექსტში
147:1ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.
147:2ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 147:1
- ფსალმუნები 135:3ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.
- ფსალმუნები 33:1იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.
- ფსალმუნები 92:1ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის. კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
- ფსალმუნები 63:3რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.
- ფსალმუნები 63:5ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.
- ფსალმუნები 42:4ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
- გამოცხადება 5:9გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,
- გამოცხადება 5:14ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 147
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 147 · გახსენი ბიბლიის მკითხველში