
ფსალმუნი 138:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და შენი ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი.
ფსალმუნი 138:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 138:2 კონტექსტში
138:1დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ.
138:2თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და შენი ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი.
138:3რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.
138:4განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 138:2
- მათეს სახარება 5:18რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
- ესაია 42:21უფალმა ინება თავის სიმართლისთვის განედიდებინა და განეთქვა რჯული.
- ფსალმუნები 56:10ღმერთში შევაქებ სიტყვას, უფალში შევაქებ სიტყვას;
- მათეს სახარება 24:35ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
- ფსალმუნები 5:7ხოლო მე შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში, ვეთაყვანები შენს წმიდა ტაძარს შენდამი შიშით.
- ფსალმუნები 28:2ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს ავწევ შენი წმიდა ტაძრისაკენ.
- ფსალმუნები 56:4ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი - არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
- იოანე 1:17რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 138
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 138 · გახსენი ბიბლიის მკითხველში