
ფსალმუნი 146:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
ფსალმუნი 146:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 146:2 კონტექსტში
146:1ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.
146:2ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
146:3იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა.
146:4ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 146:2
- ფსალმუნები 63:4ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
- ფსალმუნები 104:33ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
- ფსალმუნები 145:1ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 145:2ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 71:14ხოლო მე ვესავდე და ვამრავლებდე ყოველნაირად შენს ქებას;
- ფსალმუნები 71:15ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღეა შველა შენმიერი, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.
- გამოცხადება 7:9შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი.
- გამოცხადება 7:17რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 146
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 146 · გახსენი ბიბლიის მკითხველში