
ფსალმუნი 63:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
ფსალმუნი 63:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 63:4 კონტექსტში
63:2ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
63:3რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.
63:4ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
63:5ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.
63:6როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 63:4
- ფსალმუნები 104:33ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
- ფსალმუნები 134:2ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.
- ფსალმუნები 28:2ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს ავწევ შენი წმიდა ტაძრისაკენ.
- ფსალმუნები 145:1ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 145:3დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია.
- აბაკუმი 3:10დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.
- ფსალმუნები 146:1ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.
- ფსალმუნები 146:2ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 63
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 63 · გახსენი ბიბლიის მკითხველში