
ფსალმუნი 147:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს.
ფსალმუნი 147:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 147:4 კონტექსტში
147:2ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.
147:3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
147:4დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს.
147:5დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია.
147:6გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 147:4
- ესაია 40:26ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს.
- ფსალმუნები 148:3ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო.
- ფსალმუნები 8:3როცა შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,
- შესაქმე 15:5გარეთ გაიყვანა და უთხრა: აჰხედე ცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა. მერე უთხრა: ამდენი იქნება შენი შთამომავლობა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 147
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 147 · გახსენი ბიბლიის მკითხველში