
ფსალმუნი 149:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით.
ფსალმუნი 149:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 149:8 კონტექსტში
149:6ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში.
149:7რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები.
149:8შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით.
149:9განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდანისათვის. ადიდეთ უფალი!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 149:8
- მსაჯულნი 1:6უკუიქცა ადონი-ბეზეკი, დაედევნენ, შეიპყრეს და ხელებზე და ფეხებზე ცერები დააჭრეს.
- მსაჯულნი 1:7თქვა ადონი-ბეზეკმა: სამოცდაათი მეფე, ხელებზე და ფეხებზე ცერები რომ დავაჭერი, ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა ნამვსრევს. რასაც ჩავდიოდი, იგივე მომაგო ღმერთმა. წაიყვანეს იგი იერუსალიმში და იქ მოკვდა.
- იესო ნავეს ძე 10:23ასე ქნეს. გამოუყვანეს ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშის მეფე და ყეგლონის მეფე.
- იესო ნავეს ძე 10:24როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელ ისრაელობას და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, თან რომ ახლდნენ: ახლოს მოდექით და ქედზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს. ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს ფეხი.
- იობი 36:8თუ ვინმეს ადევს ბორკილები და სივაგლახის საკვრელებით არის შეკრული,
- იესო ნავეს ძე 12:7აი, იმ ქვეყნის მეფეები, რომლებიც დაამარცხეს იესომ და ისრაელიანებმა იორდანეს გაღმა დასავლეთით ლიბანის დაბლობზე, ბაყალ-გადიდან ხალაკის მთამდე, სეყირის აღმა (ეს მისცა იესომ ისრაელის შტოებს სამკვიდროდ ერთმანეთში დასანაწილებლად),
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 149
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 149 · გახსენი ბიბლიის მკითხველში