
ფსალმუნი 149:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში.
ფსალმუნი 149:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 149:6 კონტექსტში
149:4რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით.
149:5იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე.
149:6ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში.
149:7რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები.
149:8შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 149:6
- ებრაელთა მიმართ 4:12რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.
- ფსალმუნები 66:17მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.
- გამოცხადება 1:16მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული, ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით.
- გამოცხადება 19:6და მომესმა ხმა, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი.
- ფსალმუნები 96:4რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის.
- ნეემია 9:5ლევიანებმა - იესომ, ადმიელმა, ბანიმ, ხაშბანიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ უთხრეს: ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე. დაე, აკურთხონ შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებაზე აღმატებულია.
- ფსალმუნები 115:7ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.
- ლუკას სახარება 2:14დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 149
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 149 · გახსენი ბიბლიის მკითხველში