
ფსალმუნი 149:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები.
ფსალმუნი 149:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 149:7 კონტექსტში
149:5იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე.
149:6ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში.
149:7რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები.
149:8შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით.
149:9განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდანისათვის. ადიდეთ უფალი!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 149:7
- გამოცხადება 19:11ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
- გამოცხადება 19:21დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს.
- მეფეთა ა 15:2ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე მახსოვს, როგორ ექცეოდა ისრაელს ყამალეკი, როგორ აბრკოლებდა გზაზე ეგვიპტიდან გამომავალს.
- მეფეთა ა 15:3ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი.
- მსაჯულნი 5:23დაწყევლეთ მეროზი, ამბობს ანგელოზი უფლისა, დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად ვაჟკაცებთან ერთად!
- ზაქარია 14:17მოხდება ისე, რომ თუ ვინმე ქვეყნის ტომთაგანი არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად, წვიმა არ იქნება მათზე.
- ზაქარია 14:19ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხს, რომელიც არ ივლის კარვობის სადღესასწაულოდ.
- რიცხვთა 31:2იძიე ისრაელიანთა შური მიდიანელებისგან, მერე კი შეერთე შენს ხალხს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 149
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 149 · გახსენი ბიბლიის მკითხველში