
ფსალმუნი 15:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფსალმუნი დავითისა. უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე?
ფსალმუნი 15:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 15:1 კონტექსტში
15:1ფსალმუნი დავითისა. უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე?
15:2ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.
15:3ვინც არავის გასჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობელზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 15:1
- ფსალმუნები 24:3ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?
- ფსალმუნები 24:5ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
- ფსალმუნები 84:4ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი. მარადჟამს გადიდებენ შენ. სელა.
- ფსალმუნები 61:4ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების საბურველში. სელა.
- ფსალმუნები 92:13უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
- გამოცხადება 21:23ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.
- გამოცხადება 21:24ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში.
- ფსალმუნები 23:6ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 15
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში