
ფსალმუნი 24:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?
ფსალმუნი 24:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 24:3 კონტექსტში
24:1საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
24:2რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.
24:3ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?
24:4ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
24:5ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 24:3
- ფსალმუნები 15:1ფსალმუნი დავითისა. უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე?
- ებრაელთა მიმართ 12:28ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.
- ფსალმუნები 65:4ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი.
- ფსალმუნები 2:6მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე.
- მალაქია 3:1აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემ წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- ებრაელთა მიმართ 12:22არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს,
- ებრაელთა მიმართ 12:24ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და სხურების სისხლს, აბელის სისხლზე უკეთ რომ მეტყველებს.
- ფსალმუნები 132:13რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 24
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში