
ფსალმუნი 16:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წარმოვიდგენ უფალს ჩემ პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემ მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
ფსალმუნი 16:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 16:8 კონტექსტში
16:6ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.
16:7ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.
16:8წარმოვიდგენ უფალს ჩემ პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემ მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
16:9ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა ღირსებამ; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად.
16:10რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 16:8
- მოციქულთა საქმენი 2:25და მართლაც, დავითი ამბობს მასზე: „ყოველთვის ჩემ წინაშე ვხედავდი უფალს, რადგანაც ჩემ მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე.
- მოციქულთა საქმენი 2:28შენ მაუწყე სიცოცხლის გზანი; სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე“.
- ფსალმუნები 62:6მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - არ დავეცემი.
- ფსალმუნები 121:5უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
- ფსალმუნები 73:23ხოლო მე მუდამ შენთანა ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი.
- ფსალმუნები 73:26ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 110:5უფალი შენ მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
- ფსალმუნები 109:31რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმსჯელთაგან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 16
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში