
ფსალმუნი 48:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვფიქრობდი, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში.
ფსალმუნი 48:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 48:9 კონტექსტში
48:7აღმოსავლეთის ქარით შემუსრე ხომალდნი თარშიშისანი.
48:8როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში; ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე. სელა.
48:9ვფიქრობდი, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში.
48:10ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა.
48:11დაე, იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი სამართლის გამო;
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 48:9
- ფსალმუნები 26:3რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას.
- ფსალმუნები 77:10და ვთქვი: აი, ჩემი უბედურება - შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.
- ფსალმუნები 77:14შენა ხარ ღმერთი, სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ხალხთა შორის ძლიერება შენი.
- ფსალმუნები 40:10შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.
- ფსალმუნები 63:2ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
- ფსალმუნები 63:3რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.
- ნეშტთა შორისა ბ 20:5წარდგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში, უფლის სახლში, ახალი ეზოს წინ,
- ნეშტთა შორისა ბ 20:13მთელი იუდა უფლის წინაშე იდგა, თავიანთი ჩვილებით, ცოლებითა და ვაჟებით.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 48
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში