
ფსალმუნი 30:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი.
ფსალმუნი 30:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 30:10 კონტექსტში
30:8შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები:
30:9რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს?
30:10უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი.
30:11შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.
30:12ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება, უფალო, ღმერთო ჩემო! შენ გადიდებ უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 30:10
- ფსალმუნები 54:4აგერ, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი:
- ფსალმუნები 28:7უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი. მისით სასოებს ჩემი გული და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.
- ფსალმუნები 143:7მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენკენ აღვაპყარ სული ჩემი.
- ფსალმუნები 143:9მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში.
- ფსალმუნები 143:1და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება შენ წინაშე ვერც ერთი არსება.
- ფსალმუნები 51:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, როცა ბათ-შებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
- ფსალმუნები 51:2მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე.
- ფსალმუნები 27:7ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 30
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში