
ფსალმუნი 30:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს?
ფსალმუნი 30:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 30:9 კონტექსტში
30:7შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და - შევძრწუნდი.
30:8შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები:
30:9რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს?
30:10უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი.
30:11შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 30:9
- ფსალმუნები 6:5რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება- დიდებას?
- ესაია 38:18რადგან შავეთი არ გმადლობს შენ, სიკვდილი არ დაგიწყებს დიდებას, ქვესკნელში ჩამავალთ აღარა აქვთ შენი სიმტკიცის იმედი.
- ეკლესიასტე 9:10რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ.
- ფსალმუნები 115:17არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,
- ფსალმუნები 115:18არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!
- ფსალმუნები 118:17არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.
- ფსალმუნები 88:10ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? სელა.
- ფსალმუნები 88:12შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 30
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში