
ფსალმუნი 30:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.
ფსალმუნი 30:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 30:11 კონტექსტში
30:9რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს?
30:10უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი.
30:11შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.
30:12ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება, უფალო, ღმერთო ჩემო! შენ გადიდებ უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 30:11
- იერემია 31:4კვლავ აგაშენებ და აშენებული იქნები, ისრაელის ქალწულო. კვლავ შეამკობ შენს დაირებს და მხიარულად იროკებ.
- ესაია 25:8შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა.
- ეკლესიასტე 3:4ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
- ნეშტთა შორისა ბ 20:12ჩვენო ღმერთო, განა შენ არ დასდებ მათ მსჯავრს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენ წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენკენაა ჩვენი თვალი მოპყრობილი.
- იერემია 31:13მაშინ გაიხარებს ქალწული ფერხულში, გაიხარებენ ჭაბუკები და ბერიკაცები. გლოვას სიხარულად შევუცვლი, ვანუგეშებ და მწუხარებას გავუქარვებ.
- იერემია 31:14დავყურსავ მღვდლებს პოზიერი მსხვერპლით და ჩემი ერი გაძღება ჩემი დოვლათით, ამბობს უფალი;
- ფსალმუნები 149:3განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.
- ფსალმუნები 150:4ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 30
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში