
ფსალმუნი 35:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.
ფსალმუნი 35:14 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 35:14 კონტექსტში
35:12სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
35:13ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.
35:14როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.
35:15ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემ წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
35:16პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემ წინააღმდეგ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 35:14
- ლუკას სახარება 19:41როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო,
- ლუკას სახარება 19:42და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
- მეფეთა ბ 1:17თან ბრძანა, ესწავლათ იუდიანებს მშვილდი. აჰა, სწერია მართალთა წიგნში:
- მეფეთა ბ 1:11მოთქვამდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ.
- მეფეთა ბ 1:12ჰკითხა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს; სადაური ხარ? მიუგო: ხიზანის შვილი ვარ, ყამალეკელი.
- ფსალმუნები 38:6წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.
- შესაქმე 24:67შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 35
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში