
ფსალმუნი 35:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ.
ფსალმუნი 35:20 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 35:20 კონტექსტში
35:18მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას.
35:19არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.
35:20რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ.
35:21ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.
35:22შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე;
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 35:20
- მათეს სახარება 12:19არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას.
- მათეს სახარება 12:24ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო.
- ფსალმუნები 120:5ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
- ფსალმუნები 120:7მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.
- დანიელი 6:5მაშინ ამ კაცებმა თქვეს: დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთო.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:22არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს,
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:23ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს;
- ფსალმუნები 36:3მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქმნას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 35
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში