
ფსალმუნი 35:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე;
ფსალმუნი 35:22 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 35:22 კონტექსტში
35:20რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ.
35:21ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.
35:22შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე;
35:23გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად.
35:24გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 35:22
- ფსალმუნები 10:1ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
- გამოსვლა 3:7თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი,
- ფსალმუნები 28:1დავითისა. შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის; ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს.
- ფსალმუნები 38:21ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები.
- ფსალმუნები 22:11ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
- ფსალმუნები 71:12ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევნად გამოეშურე.
- ფსალმუნები 22:19და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
- ფსალმუნები 39:12მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 35
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში